ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების პიკი არ იყოს, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას.

„ჩვენ ვიცით, რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 500-600 ძირითადად დასვენების დღეებში არის.

მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ტესტირებასთნ ერთად გამოვლენის მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი“, – აცხადებს ეზუგბაია.

მან იმუნიზაციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მედიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.

„ჩემი კლინიკის მონაცემების საფუძველზე, სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული, მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგ შესაძლებელია აცრის ჩატარება. მე იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ მოქალაქეობრივ ვალს და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, – აცხადებს ეზუგბაია.

banner
წინა სტატიაშიდღეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდება
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი