დღეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდება

დღეს, 6 მაისს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდებიან. შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდება. რაზე ისაუბრებენ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ უცნობია.

აუდიენციები პეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ზოგი აცრილი გათამამდა
შემდეგი სტატიაეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად