კუშნერის თქმით, ტრამპი მზად არს აბასთან სამშვიდობო გეგმაზე ისაუბროს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ძალიან თბილად” არის პალესტინელი ლიდერის მაჰმუდ აბასისადმი განწყობილი და მზად არის ის აშშ-ს გეგმაში, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას შეეხება, ჩართოს მაშინათვე, როგორც კი ამისთვის შესაბამისი მომენტი დადგება – ოთხშაბათს თეთრი სახლის მრჩეველმა და პრეზიდენტ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბარში, კუშნერმა, ასევე, თქვა, რომ თეთრი სახლის მშვიდობიანი გეგმა, შესაძლებელია, პალესტინელი დევნილებისადმი მოწოდებას შეიცავდეს დარჩნენ იქ, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ და არ დაბრუნდნენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც უკვე ისრაელის კონტროლ ქვეშ არის.
გასულ კვირას ბაჰრეინში გამოსვლისას, კუშნერმა პალესტინის, იორდანიის, ეგვიპტისა და ლიბანისთვის ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომლის საერთო ბიუჯეტი 50 მილიარდი დოლარია. მიმდინარე წელს, ის გეგმის დაწვრილებით გაშლას აპირებს, სადაც, საუბარი იქნება, ასევე, ისარელ-პალესტინას შორის პოლიტიკურ უთანხმოებაზე. პალესტინელებმა, კუშნერის ეკონომიკური გეგმა მკაცრად გააკრიტიკეს. “ჩვენი კარები მუდამ ღიაა პალესტინელი ლიდერებისთვის” – კუშნერმა თქვა და დაამატა, რომ მისი აზრით, აბასს მშვიდობა სურს, რასაც აბასის გარემოცვა არ ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს
შემდეგი სტატიასკანდალი Nike-ის ირგვლივ – კომპანიას არაპატრიოტულ მოქმედებაში სდებენ ბრალს