ევროპა, რუსეთი და ჩინეთი ირანთან აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით ივაჭრებენ

ქვეყნებმა, რომლებიც ირანთან ატომური შეთანხმების ხელმომწერები არიან, განაცხადეს, რომ თეირანთან ვაჭრობისთვის გადახდის ახალ მექანიზმების შექმნიან, რაც ევროკავშირს, რუსეთს და ჩინეთს ვაშინგტონის სანქციების გვარდის ავლით საშუალებას მისცემს ირანთან ივაჭროს.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის თქმით, გადახდის ახალი მექანიზმი ევროპულ და მსოფლიო ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება იმაში, რომ არ დაეყრდნონ ამერიკულ ბაზარს და ამერიკულ ვალუტას. თუმცა, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ახალი სისტემა, არ გაუსაჯაროვებიათ.
ირანთან ახალი სავაჭრო სისტემის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს – “ბიბისი” წერს. ამავე დროს, ბევრ დოპლომატს არ სჯერა, რომ მსგავსი სისტემის შექმნა შესაძლებელია.

ირანის ატომური პროგრამის შესახებ შეთანხმებას 2015 წელს მოეწერა ხელი აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. 2018 წლის მაისში აშშ შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიInstagram-ის შემქმნელები კომპანიას ტოვებენ რა მოუვა პოპულარულ სოციალურ ქსელს?
შემდეგი სტატიატრამპის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე – ძირითადი თეზისები