Instagram-ის შემქმნელები კომპანიას ტოვებენ რა მოუვა პოპულარულ სოციალურ ქსელს?

ფოტოსერვის Instagram-ის დამფუძნებლები, რომელსაც “ფეისბუქი” უკანასკნელი ექვსი წელია ფლობს, კომპანიიდან მიდიან. კევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის წასვლამ, შესაძლოა Facebook-ზეც ცუდად იმოქმედოს, რომელიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე მოექცა სკანდალის ქვეშ. მეწარმებმა Instagram-ი 2010 წელს დააარსეს, ორ წელიწადში კი ის მარკ ცუკერბერგმა მილიარდ დოლარად იყიდა. ანალიტიკოსების თქმით, “ფეისბუქისთვის” Instagram-ი ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია, თუკი არა ყველაზე კარგი.
Instagram-ის დამფუძნებლები წასვლის მიზეზს არ ასახელებენ – “ბიბისი” წერს. ცუკერბერგმა სისტრომს და კრიგერს “ყველაფერი საუკეთესო” უსურვა და დაამატა, რომ დიდი ინტერესით ელოდება მათ მომდევნო იდეებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
შემდეგი სტატიაევროპა, რუსეთი და ჩინეთი ირანთან აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით ივაჭრებენ