ევროკომისია “ფაიზერს” დამატებით 1,8 მილიარდ დოზა ვაქცინაზე მოურიგდა

ევროკომისია

ევროპის კომისია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1,8 მილიარდ ვაქცინაზე BioNTech/Pfizer-ს მოურიგდა, რომელმაც 2021-2023 წლებში უნდა მოამარაგოს ევროპა – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, – წერს “დოიჩე ველე”.

“ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოვაწერთ ხელს. ამით უზრუნველყოფილი გვექნება დოზები, რომელიც იმუნიტეტის ასამაღლებლად ხელახალი ვაქცინაციისთვის იქნება საჭირო”, – ლაიენმა ბელგიაში, “ფაიზერის” მწარმოებელ ქარხანაში ყოფნისას თქვა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლობის 70%-ის ვაქცინაცია ივლისის ბოლოს დასრულდება და არა სექტემბერში, როგორც ეს თავიდან იყო პროგნოზირებული.

“დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ივლისში ჩვენ გვექნება საკმარისი დოზა იმისთვის, რომ ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% ავცრათ”, – თქვა მან და “ფაიზერს” და მის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა “უზარმაზარი ძალისხმევისთვის”.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში ავტომანქანა Škoda, Nivea-ს კოსმეტიკა და სხვა აკრძალეს
შემდეგი სტატიაბაიდენი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტი, ევროპას პირველად ივნისში ეწვევა