ბაიდენი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტი, ევროპას პირველად ივნისში ეწვევა

ბაიდენი ევროპას ეწვევა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთს და ბელგიას ივნისში ეწვევა, ეს მისი, როგორც ქვეყნის პრეზდენტის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენი დიდ ბრიტანეთში, კორნუოლეში G7 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 ივნისს ჩატარდება. ის აშშ-ს მთავარ პარტნიორებთან აშშ-ს პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრებს ჯანდაცვის სფეროში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ეკონომიკის აღდგენის საკითხებზე. გარდა ამისა, ჯო ბაიდენი სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ბრიტანეთიდან ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 14 ივნისს ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია “ფაიზერს” დამატებით 1,8 მილიარდ დოზა ვაქცინაზე მოურიგდა
შემდეგი სტატიაბაიდენმა პუტინს კლიმატის საკითხზე გამოსვლის გამო შეაქო