ბელორუსში ავტომანქანა Škoda, Nivea-ს კოსმეტიკა და სხვა აკრძალეს

ბელორუსში Škoda, Nivea აკრძალეს

ბელორუსის მთავრობამ ჩეხეთსა და გერმანიაში წარმოებული ნივთები აკრძალა – ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის განცხადებაშია ნათქვამი.

“ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ბელორუსი ხალხისადმი არამეგობრული მოქმედებების გათვალისწინებით, მთავრობამ ნივთების ჩამონათვალი დაადგინა, რომლის ბელორუსის ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია იკრძალება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციის სიაში მოყვნენ მანქანა Škoda Auto, გერმანული Liqui Moly, რომელიც მანქანის ზეთებს აწარმოებს, გერმანული კოსმეტიკური საშუალებები Nivea, Eucerin-ი, Tesa, Hanspalast-ი.

იმ შემთხვევაში თუ მათი ბელორუსში შეტანის ფაქტი გამოვლინდა, მათ უკან გააბრუნებენ. თუკი სანქციის ქვეშ მყოფი ნივთები მაღაზიებში, ბაზარში, გამოფენებზე, ბაზრობებზე ან ონლაინ გაყიდვებში გამოჩნდება, რეალიზატორები გაფრთხილებას მიიღებენ.

დადგენილენა გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში და 6 თვე აქტიური იქნება.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანებისადმი სასტიკად მოქცევის გამო, “ნივეამ”, იანვარში, უარი განაცხადა ბელორუსში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობაზე. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მოგვიანებით ჩემპიონატი მინსკიდან ლატვიაში გადაიტანა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში პოლიციელის მკვლელობა ტერაქტად შეაფასეს
შემდეგი სტატიაევროკომისია “ფაიზერს” დამატებით 1,8 მილიარდ დოზა ვაქცინაზე მოურიგდა