ევროკავშირთან ერთად მინსკს სანქციები აშშ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ დაუწესეს

ვაშინგტონმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციათა სია გააფართოვა. როგორც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა, სანქციები შეეხო 16 ფიზიკურ პირს და ხუთ უწყებას და ორგანიზაციას, მათ შორის, ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს, შსს-ს შიდა ჯარებს და სხვა. ფიზიკურ პირთა შორის არიან ალექსანდ ლუკაშენკოს პრეს-მდივანი ნატალია აისმონტი, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნატალია კოჩანოვა, მინსკის მილიციის ხელმძღვანელი მიხაილ გრიბი და სხვები. ამერიკულმა უწყებამ აღნიშნა, რომ სანქციებს 23 მაისს თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო აწესებს.
ბრიტანეთმა და კანადამ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და ორი იურიდიული პირი შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ევროკავშირის სანქციათა სიაში 78 ფიზიკური პირი და რვა სახელმწიფო საწარმო და კამპანია მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაინდოეთის შტატში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს