ინდოეთის შტატში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

ინდოეთის შტატ მახარაშტრაში კოვიდ-19-ის ინდური შტამის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც “დელტა პლუსი” უწოდეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ჯერჯერობით, ახალი მუტაციის მხოლოდ 20 შემთხვევაა გამოვლენილი. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ ახალი შტამი ჯერჯერობით იმ მუტაციის კატეგორიაში არ არის გადაყვანილი, რომელიც შეშფოთებას იწვევს. თუმცაღა, სრულიად ინდოეთის სამედიცინო მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რანდილ გულერმა ტელე-ინტერვიუს დროს თქვა, რომ შტამმა სამომავლოდ შესაძლებელია შეშფოთება გამოიწვიოს. მან განმარტა, რომ მომხდარმა მუტაცია, შესაძლებელია “გავრცელების ნაწილში” ვირუსის თვისებები შეცვალოს, ამიტომ აუცილებელია მის მოქმედებებზე თვალყურის დევნა – “დოჩე ველე” წერს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდ-19-ით დაავადების 53,2 ათასი ახალი შემთხვევა მოხდა, ეს უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ყველაზე დაბალი მონაცემია. იმავე პერიოდში გარდაიცვალა 1422 პირი. ოფიციალურად ინდოეთში პანდემიას 388 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირთან ერთად მინსკს სანქციები აშშ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ დაუწესეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა