ევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა

ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციათა მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, ისინი გამოქვეყნებისთანავე შევიდნენ ძალაში. სანქციათა სიაში 78 ფიზიკური პირი და რვა სახელმწიფო საწარმო და კომპანიაა. “გადაწყვეტილება ბელორუსში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების გამო მივიღეთ” – ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.

სანქციის ქვეშ მოყვა “ბელაეროვანიგაცია”, რომელიც ბელორუსის საჰაერო სივრცის მოძრაობას მართავს, შვიდ ფიზიკურ პირთან ერთად, მათ შორის, “ბელაეროვანიგაციის” დირექტორი ლეონიდ ჩურო და ტრანსპორტის მინისტრი ალექსეი ავრამენკო, ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დიმიტრი, თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი, გენპროკურორის მოადგილეები ალექსეი სტუკი და გენადი დისკო, პარალმენტის რამდენიმე დეპუტატი, მოსამართლეები, პროკურორები და ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები.
სანქციები შეეხო, ასევე, ისეთ საწარმოებს, როგორიცაა “მინსკის ავტოქარხანა” (მაზი), “ბელორუსის ავტომობილის ქარხანა” (ბელაზი) და სხვა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაევროკავშირთან ერთად მინსკს სანქციები აშშ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ დაუწესეს