ევროკავშირს დამატებით 1,8 მილიარდი “ფაიზერის” შეძენა სურს

ფაიზერი ევროკავშირი

ევროპის კომისია ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებისგან ცდილობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “ფაიზერის” დამატებით 1,8 მილიარდი დოზის შეძენაზე თანხმობა მიიღოს, რომლის მიწოდებაც 2022 და 2023 წლებში უნდა მოხდეს – ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდონით წერს.

პარასკევსვე გერმანულმა Die Welt-მა გაავრცელა, რომ ევრიკომისია უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინის შეძენაზე ხელსეკრულებას. ცალკე ევროკომისიამ დაადასტურა, რომ განსაზღვრა ერთი მომწოდებელი, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე უარი თქვა კომპანიის დასახელებაზე.

თავის მხრივ, “ფაიზერის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ევროკავშირს საკმარისი რაოდენობის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა მიაწოდონ.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთმა უნგრეთს რუსული “სპუტნიკის” შესამოწმებლად დახმარება სთხოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირს იკვლევს