სლოვაკეთმა უნგრეთს რუსული “სპუტნიკის” შესამოწმებლად დახმარება სთხოვა

სპუტნიკი და სლოვაკეთი

სლოვაკეთის თხოვნით უნგრეთი რუსულ ვაქცინა “სპუტნიკ V”-ს შეამოწმებს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის სახელმწიფო ინსტიტუტებმა განაცხადეს, რომ რუსეთისგან მიღებული ვაქცინის პარტია განსხვავდება იმისგან, რომელსაც საერთაშორისო მეცნიერები და მარეგულირებლები განიხილავენ. დახმარების შესახებ მზაობაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა პეტერ სიიარტომ პარასკევს ბუდაპეშტში განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩთან შეხვედრისას – ამის შესახებ “ევროპული პრავდა” წერს.

მინისტრმა თქვა, რომ უნგრეთი დიდი სიამოვნებით დაეხმარება სლოვაკეთს, რადგანაც მათ საერთაშორისო დონის ლაბორატორია აქვთ.

“თუკი ჩვენ შეგვიძლია სლოვაკთა დიდი რაოდენობით ვაქცინირებაში რაიმე წვლილი შევიტანოთ და სლოვაკების სიცოცხლე გადავარჩინოთ, ჩვენ დაგეხმარებით, სლოვაკეთის წარმატებული ვაქცინაცია უნგრეთსაც დაეხმარება და რატომაც არა”, – უნგრელმა მინისტრმა თქვა.

გუშინ გავრცელდა, რომ სლოვაკეთის წამლების სააგენტომ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ რუსული “სპუტნიკი”, რომელიც მათ რუსეთისგან იყიდეს, იმ შემადგენლობას არ შეიცავს, რომელიც სამედიცინო ჟურნალ “” The Lancet-ში გამოქვეყნდა. რუსეთმა სლოვაკეთს შეძენილი პარტიის უკან დაბრუნება მოსთხოვა. სულ სლოვაკეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 2 მილიონი ვაქცინა “სპუტნიკ V” იყიდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე მეუფე გრიგოლს უპირსპირდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროკავშირს დამატებით 1,8 მილიარდი “ფაიზერის” შეძენა სურს