ევროკავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირს იკვლევს

ჯონსონი ვაქცინა ევროკავშირი

ევროკავშირის წამლების სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირს იკვლევს. ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, მათგან ერთი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამი შემთხვევა აშშ-ში მოხდა.

კომპანია Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით და იკვლევს მომხდარს – ამის შესახებ “გარდიანი” წერს.

გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან “ასტრა-ზენეკა” დაკავშირებით კვლევა გააფართოვა. გუშინ, სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ასტრა-ზენეკამ” ათეულ შემთხვევებში თრომბები გამოიწვია, მათგან მხოლოდ ბრიტანეთში 20-მდე პირი გარდაიცვალა.

Johnson & Johnson-ი და “ასტრა-ზენეკა” იმ ოთხ ვაქცინათაგანია, რომლის მოხმარებაც “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგოდ ევროპაში ოფიციალურად ნებადართულია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირს დამატებით 1,8 მილიარდი “ფაიზერის” შეძენა სურს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: გიორგი ვაშაძეს შეთანხმება სურს, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას