ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2019 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს – გაერთიანების გვერდზე 21 დეკემბერს გამოქვეყნდა. სანქციების გაგრძელების მიზეზად დასახელებულია მინსკის ხელშეკრულების ირგვლივ “არასაკმარისი პროგრესი” – “დოიჩე ველე” წერს.
სანქციები თავდაპირველად 2014 წლის 31 ივლისს შემოიღეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო. 2015 წელს სანქციები მინსკის ხელშეკრულებას მიება. შეზღუდვები ეხება ფინანსურ, ენერგეტიკის, თავდაცვის სექტორებს, ასევე, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას და სხვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შვედი დიპლომატი გააძევა
შემდეგი სტატიაAP: ამერიკელების უმეტესობა ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა