რუსეთმა შვედი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა შვედეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვება სთხოვა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა დიმლომატის გაძევება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სტოკჰოლმმა ორ რუსს დიპლომატიური ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. უწყების პრეს-მდივანმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ შვედეთი წუხილს გამოთქვამს მოსკოვის გადაწყვეტილების გამო. შვედური გამოცემა Expressen-ის ინფორმაციით, საელჩოს პრეს-ატაშეს ქვეყნიდან გაძევების მიზეზი მოსკოვსა და სტოკჰოლმს შორის არსებული დიპლომატიური კონფლიქტია. შვედური მედიის ინფორმაციით, რუსებს დიპლომატიური ვიზის გაცემაზე უარი იმ მიზეზით ეთქვათ, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობენ – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს უარი უთხრა საქმეში − „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ − ჩართვაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა