AP: ამერიკელების უმეტესობა ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა

ამერიკელების უმეტესობა (58%) თვლის, რომ აშშ-ს პრეზიდნეტი დონალდ ტრამპი არჩევნებში რუსული კვალის შესახებ გამოძიებას ხელს უშლიდა, თუმცა, რესპოდენტები ვერ თანხმდებიან იმაში, უნდა მოხდეს თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი – 21 დეკემბერს გამოკითხვის შედეგები სააგენტო AP-მა გაავრცელა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამერიკელების 51% თვლის, რომ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე უნდა შეიცვალოს თუკი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი დაადგენს, რომ ტრამპი გამოძიებას ხელს უშლიდა და მას კრემლთან კონტაქტები ჰქონდა. თუკი ეს არ დადასტურდა, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ტრამპი არ იმსახურებს იმპიჩმენტს – “დოიჩე ველე” წერს.
ასევე, ამერიკელების 56 % კმაყოფილი არ არის ტრამპის მუშაობით. 42%-ს კი პრეზიდენტის აქტიურობები აკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე არჩეულ იქნა ნომინაციაში “წლის ქუთაისელი”