ევროკავშირის რეგულატორმა ვაქცინა “ჯონსონ და ჯონსონის” იშვიათი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს დაავადება დაამატა

ევროპის წამლების სააგენტომ ვაქცინა “ჯონსონ და ჯონსონის” იშვიათი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს “გიიენ-ბარეს” სინდრომი დაამატა – 22 ივლისს გაავრცელა რეგუალტორმა.

“გიიენ-ბარეს” სინდრომი მითითებული იქნება როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ერთ-ერთი იშვიათი გვერდითა ეფექტი და ამის შესახებ გაფრთხილება შეტანილი იქნება პრეპარატ შესახებ ინფორმაციაში, რომ ხალხს და მედიკოსებს, რომლებიც იცრებიან, ინფორმაცია ჰქონდეთ” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

“გიიენ-ბარეს” სინდრომი იშვიათი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ნერვულ უჯრედებს აზიანებს, ამის შედეგად წარმოქმნება ტკივილები, კუნთების სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევაში კი – დამბლა. პაციენტების უმეტესობა მკურნალობას ექვემდებარებიან.
წამლების სააგენტომ “გიიენ-ბარეს” სინდრომის ვაქცინისგან წარმოქმნის 108 შემთხვევა განიხილა, რომელიც 108 მილიონ ვაქცინირებულთა შორის განვითარდა. ერთ შემთხვევაში ავადმყოფი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური „პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია“
შემდეგი სტატიადასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა