დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთი კვირის შემდეგ რეინლანდ-პფალცერის მიწაზე მსხვერპლის რაოდენობა 128-მდე გაიზარდა. 155 პირი ისევ დაკარგულად ითვლება. 764-მა პირმა სტიქიის შედეგად ტრავმა მიიღო – რეინლანდ-პფალცერის მიწის პრემიერ-მინსიტრმა მალუ დრეიერმა 22 ივლისს განაცხადა.
მეზობელ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწაზე გარდაცვლილთა ადრე გამოცხადებული სტატისტიკა არ შეცვლილა. ამდაგვარად, ძლიერმა წყალდიდობამ სულ 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გუშინ გავრცელდა, რომ ყველას, ვინს წყალდიდობის გამო სახლები დაკარგა, გერმანიის მთავრობა აუშენებს ახალს. წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში ისევ მიდის სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით დათვლილი არ არის ზარალი. 21 ივლისს გერმანიის მთავრობამ დაზარალებულთათვის სასწრაფო დახმარების პროგრამა მიიღო, რომელიც დასაწყისისთვის 200 მილიონ ევროს შეადგენს იმ 200 მილიონთან ერთად, რომელსაც ადგილობრივი მიწების მთავრობები გამოყოფენ. თუმცა, სასწრაფო დახმრების თანხა ბევრად მეტი იქნება, იმდენი, რამდენიც საჭიროა – გერმანიის მთავრობაში 21 ივლისს განაცხადეს.

სასწრაფო დახმარება მხოლოდ პირველი ეტაპია. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, როცა ზარალის მასშტაბები განსაზღვრული იქნება, კანცლერი ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შეხვდება, სადაც სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდის შეხვედრა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის რეგულატორმა ვაქცინა “ჯონსონ და ჯონსონის” იშვიათი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს დაავადება დაამატა
შემდეგი სტატიაევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია