ვახტანგ გომელაური „პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია“

რა რეაქცია უნდა მქონოდა, ძალიან მძიმე იყო და ძალიან მძიმე სანახავი იყო.
ასევე, ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრებიც – განაცხადა შს
მინისტრმა, ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრების და იმ
დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, რუსთავი 2- ის ეთერში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, ლექსო ლაშქარავას საქმის მასალებში არსებული
ვიდეომტიცებულებების გასაჯაროების შესახებაც.

„პირდაპირ გეტყვით, იმ კადრების გაშვება ბრიფინგებზე რაც მოგვიწია და
იძულებულები გავხდით. მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე და არც
ჩემს თანამშრომლებს , ჩემს მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს
გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას, შვილს და ა.შ. ჩემთვის
ძალიან მძიმე იყო, პირდაპირ გეტყვით და ძალიან სამწუხაროა , რომ ასე
მოგვიწია.
ეს იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებისგან წამოვიდა მოთხოვნა,
გააჟღერეთ ინფორმაცია, რა მოხდა , გვითხარით რა ხდება , ძალიან აიწია
ტემპერატურამ და უკვე იძულებულები გავხდით … იცით რომ რუსთაველზე
შეიკრიბა ხალხი და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს, პასუხი გაგვეცით
რა მოუვიდა ამ ადამიანს? რა მოხდა? და რაც გქვონდა ჩვენ, ძალიან სწრადად
ვიმუშავეთ , მთელი გუნდი ჩართლი იყო და ამ ინფორმაციას ვაწვდიდით…
იძულებულები გავხდით ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა“ – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ პრეზიდენტის უფლებების ნაწილი მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებებს გადასცა
შემდეგი სტატიაევროკავშირის რეგულატორმა ვაქცინა “ჯონსონ და ჯონსონის” იშვიათი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს დაავადება დაამატა