თალაკვაძე: გიორგი ვაშაძეს შეთანხმება სურს, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას

ვაშაძე თალაკვაძე

“გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის პრინციპულად, ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

“ქართული ოცნება” მზად არის პრინციპულად, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა წარდგენილი შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ მივესალმებით ამ სიახლეს და რასაკვირველია, ძალიან კონსტრუქციული დამოკიდებულება გვექნება, თუ ოპოზიცია გადახედავს თავის ბოლო პასუხებს და დამოკიდებულებებს, რომელიც იყო დიალოგის ბოლო რაუნდში.

გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, გამარჯვება ქვეყნისთვის”, – ამბობს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირს იკვლევს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: არავის დაუპირისპირებია ქართული საზოგადოება ისე, როგორც ეს ჰქმნა ჭორვილელმა ბოროტებამ