ევროკავშირი გერმანიას ეკონომიკის აღსადგენად 25 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ეკონომიკის აღდგენის მიზნით გერმანიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ბერლინს იმედი აქვს, რომ საერთო ჯამში 25,6 მილიარდ ევროს მიიღებს. თანხები, ძირითადად კლიმატის დასაცავად, შენობების რემონტზე, ელექტრომობილების მყიდველებისთვის პრემიის გასაცემად, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას მოხმარდება.

ერთი წლის წინ ევროკავშირის ქვეყნები ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 750 მილიარდი ევრო იქნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკურ წრეებთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიათალაკვაძე ენმ-ს: თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში