გიორგი გახარიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკურ წრეებთან შეხვედრა გამართა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია, ანალიტიკური საბჭოს ორგანიზებით ანალიტიკურ წრეებს შეხვდა. შეხვედრას მოდერაციას ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი უწევდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს რომელიც სახელმწიფოს დღის წესრიგში უდგას.

გიორგი გახარიამ ანალიტიკურ წრეებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმები და პროგრამა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიმერკელის ბლოკში თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია
შემდეგი სტატიაევროკავშირი გერმანიას ეკონომიკის აღსადგენად 25 მილიარდ ევროს გამოუყოფს