თალაკვაძე ენმ-ს: თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში

მართლა არ მეგონა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პასუხი არ გააჩნია კოდორთან და ახალგორთან დაკავშირებით.

„მათ არანაირი პასუხი არ გააჩნიათ, რატომ არ გაკეთდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და საქართველო-რუსეთის საქმეზე წლების განმავლობაში რატომ ვერ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც შემდეგ თეა წულუკიანმა და მისმა სამინისტრომ მიიყვანა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ღია, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა და კასეტური ბომბების გამოყენება წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.

თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რა თავს იმართლებს და რა გაქვთ თავის სამართლებელი? ბოდიში მოიხადეთ და დაანებეთ თავი ამ თემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიევროკავშირი გერმანიას ეკონომიკის აღსადგენად 25 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაYouTube-მა საავტორო უფლებების შესახებ ევროკავშირის სასამართლო მოიგო