ევროკავშირი ერევანს და ბაქოს დელიტიმაციასა და დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირმა პარასკევს სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის დეეკსლაციისკენ მოუწოდა და დელიტიმაციასა და დემარკაციაში დახმარება შესთავაზა. “სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენები საშიში და საგანგაშოა. აუცილებელია დაუყოვნებელი დეეკსლაცია. ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებებისგან. ყველა ძალა პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 12 მაისამდე ეკავათ. საზღვრის დელიტიმაციასა და დემარკაციაში ორივე მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა” – განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, ევროკავშირმა აზერბაიჯანს 6 ტყვედ აყვანილი ჯარისკაცის დაუყოვნებელი განთავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე აშშ-მ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და ორივე მხარეს მოუწოდა საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ, რომელსაც 11 მაისს იკავებდნენ. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის განუსაზღვრელ ტერიტორიაზე ძალის ნებისმიერი გამოყენება “”პროვოკაციული და არა საჭიროა”. “საზღვრის დემარკაციისთვის ძალების გამოყენებას ყარვყოფთ და ორივე მხარეს მოვუწოდებთ ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ და შეწყვიტონ საზღვრის არადემარკირებულ ტერიტორიაზე მისი გამტკიცება და მათი დანაღმვა” – აშშ-ს განცხადებაში იყო ნათქვამი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ბელორუსს სამ მილიარდ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი ბელორუსში Ryanair-ის ინციდენტში რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს