სტოლტენბერგი ბელორუსში Ryanair-ის ინციდენტში რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დაშვებაში, რომელიც ბელორუსში მოხდა, მონაწილეობდა – “სკაი ნიუსი” ავრცელებს.
“ჩვენ ვიცით რუსეთსა და ბელორუსს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთოების შესახებ და ამიტომ რთულია დაიჯერო, რომ მინსკის რეჟიმს მსგავსი რამის გაკეთება რუსეთის კოორდინაციის გარეშე შეეძლო” – სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატო ბელორუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის სოფია საპეგას განთავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგის კომენტარმა რუსეთის საზღვართან სიტუაცია შესაძლებელია უფრო მეტად დაძაბოს. ნატომ ინციდენტს “სახელმწიფო გატაცება” უწოდა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ერევანს და ბაქოს დელიტიმაციასა და დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიააშშ ავიაკომპანიებს ბელორუსის თავზე ფრენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს