ევროკავშირი მზად არის ბელორუსს სამი მილიარდი ევრო გამოუყოს, როცა ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია დაიწყება – შესაბამისი გეგმა პარასკევს, 28 მაისს ევროკომისიამ წარმოადგინა. ფინანსები გამოიყოფა ფინანსური და ეკონომიკური დახმარების სახით, “მწვანე” ენერგეტიკის მხარდასაჭერად, დემოკრატიისა და სტრუქტურილი რეფორმებისთვის.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, ევროკავშირი ბელორუსში ხედავს ცვლილებების, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის საჭიროებას. მისივე თქმით, ლუკაშენკოს რეჟიმის “არანაირი რეპრესიები, ძალადობა ან იძულება გამართლებული არ იქნება”. “საკითხავი ის კი არ არის, იქნება თუ არა ბელორუსში დემოკრატიული გარდაქმნები, არამედ, როდის დაიწყება ის” – განაცხადა ფონ დერ ლიაიენმა – “დოიჩე ველე” წერს.