Ethiopian Airlines: “ბოინგის” მფრინავი მართვის პრობლემებზე საუბრობდა

ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის პილოტი, რომლის თვითმფრინავმაც კვირას კატასტროფა განიცადა, მართვის პრობლემებზე საუბრობდა და უკან, ადის-აბებაში სურდა დაბრუნება – კომპანიის ხელმძღვანელმა ტევოლდე გებრემარიამ თქვა. Wall Street Journal-თან საუბარში მან განაცხადა, რომ დისპეჩერთან საუბარში მფრინავს გარე პრობლემები არ უხსენებია. ისეთი, როგორიც არის ფრინველის მოხვედრა ძრავაში და სხვა. მფრინავმა უკან დაბრუნების ნებართა მიიღო. გარდა ამისა, შავი ყუთები, რომელიც ნაპოვნია, ევროპაში ანალიზზე გაიგზავნება, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, რომელ ქვეყანაში.

კვირას, 10 მარტს “ეთიოპიის ავიახაზების” თვითმფრინავი Boeing 737 Max 8, რომლის ბორტზეც 35 ქვეყნის 157 მოქალაქე იმყოფებოდა, აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა.
იგივე მოხდა 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში. Boeing 737 Max 8 აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. მის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა.
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ში გასულ წელს, მინიმუმ ორი პილოტი ჩიოდა ამ საფრენი აპარატების მართვის სისტემაზე.

Boeing 737 Max 8 და Boeing 737 Max 9-ს აქსპლოატაციიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთმა, ეთიოპიამ, თურქეთმა, ინდონეზიამ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ.

ამავე დროს, აშშ-მ და კანადამ განაცხადეს, რომ განაგრძობენ მათ გამოყენებას, თუმცა, პროფკავშირები და სენატორები ამის წინააღმდეგი არიან.
აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავებს სისტემური პრობლემა არა აქვთ, ამიტომ, მათი თქმით, მისი აკრძალვის აუცილებლობა არ დგას – “ბიბისი” წერს.

გასულ წელს, ინდონეზიის კატასტროფის შემდეგ “Boeing”-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Boeing 737 Max 8-სა და მაქს-9-ს მათგან დამოუკიდებლად და დაუდგენელი მიზეზებით, ფრენისას პრობლემები აღენიშნება, რომელიც, შესაძლებელია, სასიკვდილო აღმოჩნდეს. მაშინ ეს ინფორმაცია “ვოლ სტრიტ ჯურნალზე” დაყრდნობით “დოიჩე ველემ” გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა Boeing-ის ორი ტიპისთვის საჰაერო სივრცე დახურა