ტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 43 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხებოდა. მანამდე, ფინანსური დანაშაულისთვის, მან უკვე მიიღო სამი წელი და 11 თვე ციხე. ამდაგვარად, საერთო ჯამში მანაფორტი ციხეში 7 წელს და ხუთ თვეს გაატარებს. კოლუმბიის სასამართლომ მას 6,1 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.
პოლიტტექნოლოგს უკრაინაში პრორუსული ძალების ლობირებაში დასდეს ბრალი – ტრამპთან თანამშრომლობამდე ის ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა, რომელიც მაშინ უკრაინის პრეზიდენტი იყო. მანაფორტს 10 წელი ემუქრებოდა, მაგრამ მან ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა – “ბიბისი” წერს. გარდა ამისა, მანაფორტს ბრალი ედებოდა გამოძიებისთვის არასწორი ჩვენების მიცემაში, გადასახადების დამალვასა და სხვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს
შემდეგი სტატიაEthiopian Airlines: “ბოინგის” მფრინავი მართვის პრობლემებზე საუბრობდა