ევროკავშირმა Boeing-ის ორი ტიპისთვის საჰაერო სივრცე დახურა

Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ ევროკავშირში დროებით შეაჩერა Boeing 737 Max 8-ის და Max 9-ის ფრენები. სააგენტოს მეორე დირექტივა კი ევროკავშირის საჰაერო სივრცეს ხურავს ამ ტიპის თვითმფრინავებით ფრენებისთვის, რომელსაც მესამე ქვეყნები ასრულებენ.

ადრე Boeing-ებისთვის 737 Max 8 და Max 9 საჰაერო სივრცე დახურეს გერმანიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბრიტანეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა.
გარდა ამისა, აღნიშნული მოდელები ექსპლოატაციიდან ამოიღეს Ethiopian Airlines-მა, Aeromexico-მ, Icelandair-მა, Norwegian და Turkish Airlines-ებმა.

დღესვე შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ავიამშენებელისგან თვითმფრინავის მართვის სისტემის მოდერნიზება მოითხოვა, რომელიც აპრილამდე უნდა განახლდეს.

ადრე “თაიმერი” წერდა, რომ ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing ავიაკომპანიებისა და მფრინავებისგან, რომლებიც Boeing 737 MAX 8-ს და MAX 9-ს იყენებენ, დამალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, შესაძლებელია, მიზეზებისგან დამოუკიდებლად პიკისკენ წავიდეს – 2018 წლის 13 ნოემბერს The Wall Street Journal-მა გაავრცელა, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულ მოდელებზე დაყენებულია ავტომატური სისტემა, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის ცხვირის ავტომატურ აწევას გამორიცხავს. თუმცაღა, გარკვეულ სიტუაციებში სისტემამ, შესაძლებელია, ცხვირი დაუშვას და მფრინავებს საშუალება არ ექნება მანქანა გაასწორონ მაშინაც, თუკი მას ხელით მართვაზე გადაიყვანენ. ცხვირის მკვეთრი დაწევა პიკამდე მიდის.

Boeing-მა სერია 737 Max-ის თვითმფრინავების თავისებურებაზე ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფიდან ერთ კვირაში განაცხადა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდას. სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა პილოტებისთვის, რომლებიც აღნიშნული თვითმფრინავით დაფრინავენ, რადგანაც მართვის სასწავლო მასალებში ამის შესახებ ინფორმაცია არ წერია.

ინდონეზიური კომპანია Boeing 737 MAX 8-ის სამგზავრო თვითმფრინავი 29 ოქტომბერს აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი – 189 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდა. 8 ნოემბერს აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს ფარგლებს გარეთ მფრინავ Boeing 737 MAX-ის 250 თვითმფრინავს, შესაძლებელია, პრობლემები შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშიEthiopian Airlines: “ბოინგის” მფრინავი მართვის პრობლემებზე საუბრობდა
შემდეგი სტატიატრამპმა Boeing Max 8-ის და Max 9-ის ფრენები შეაჩერა