ესტონეთში ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც 49 რუსს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

სამშაბათს, 3 აპრილს ესტონეთში ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც 49 რუსს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს – ისინი ე.წ. “მაგნიტსკის სიაში” არიან. სახელმწიფო გამოცემა Riigi Teataja-ში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შესვლის შესახებ აკრძალვა, მისი საზღვრის გადაკვეთა და ვალდებულება, დატოვონ ესტონეთი ვალდებულია 49 რუსი, რადგანაც, “არსებობს მონაცემები ან სერიოზული ეჭვი იმაზე, რომ ისინი ადამიანის უფლებებს არღვევდნენ ან ახალისებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევას”.
გადაწყვეტილება 29 მარტს მიიღეს. მისი აღსრულება შსს-ს ეკისრება. მოქმედების ვადაა 2023 წლის 1 აპრილი და შესაძლებელია, მისი გადახედვა მოხდეს – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში რკინიგზის შემდეგ ავიაკომპანიაც იფიცება
შემდეგი სტატიაპროკურატურა პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციას ითხოვს