საფრანგეთში რკინიგზის შემდეგ ავიაკომპანიაც იფიცება

საფრანგეთში ეროვნულ სარკინიგზო კომპანია SNCF-ის შემდეგ, რომელმაც გუშინ გაფიცვები დაიწყო, ავიაკომპანია Air France-იც სამშაბათს და ოთხშაბათს შეწყვეტს მუშაობას. Air France-ი ადრე 22 თებერვალს, 23 და 30 მარტსაც პროტესტის ნიშნად არ მუშაობდა. კომპანიის თანამშრომლები ხელფასის 6%-ით გაზრდას ითხოვენ, მენეჯმენტი კი ირწმუნება, რომ ეს შეუძლებელია.

გუშინ, 2 აპრილს ეროვნულ რკინიგზა SNCF-ში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ გაფიცვა დაიწყო – რკინიგზა აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო მონოპოლისტია. აქცია ადგილობრივი დროით 19.00 საათზე დაიწყო, ის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება ხუთი სამუშაო დღიდან ორი სამუშაო დღის მანძილზე. ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ შეთავაზებული გარდაქმნები რკინიგზის სექტორში კონკურენციის გაძლიერებას გამოიწვევს, ასევე, SNCF-ის თანამშრომლებს განსაკუთრებული უპირატესობები უუქმდებათ, მათი სტატუსი კი ჩვეულებრივ დაქირავებული თანამშრომლის სტატუსს გაუთანაბრდება. პროფკავშირი, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ რეფორმა – კომპანიის პრივატიზაციისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. 3 აპრილიდან ჩქარი მატარებლების მხოლოდ 12 % გავა მარშრუტებზე – “ლოკალი” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში
შემდეგი სტატიაესტონეთში ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც 49 რუსს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს