პროკურატურა პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციას ითხოვს

პროკურატურა პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციას ითხოვს
შლეზვინგ-გოლშტეინის ჩრდილოეთ გერმანიის ფედერალური მიწის პროკურატურა კატალონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციას ითხოვს.
დაკავების შესახებ ორდერის საგულდაგულოდ გაცნობის შემდეგ, რომელიც მადრიდის იუსტიციის ორგანოების მიერ არის გაცემული, გერმანიის პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ კატალონიის ექს პრემიერის ექსტრადაციას საფუძველი აქვს. ესპაენთის იუსტიციის ორგანოები პუჩდემონს ამბოხებასა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
55 წლის კარლოს პუჩდემონმა 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შემდეგ კი ბელგიაში გაექცა ესპანეთის იუსტიციის ორგანოებს. 25 მარტს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს – ის ფინეთიდან ბელგიაში ბრუნდებოდა.

banner
წინა სტატიაშიესტონეთში ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც 49 რუსს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა ისრაელის არსებობა აღიარა