თუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შემდგომ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ მაკრონმა France Inter- ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეების ვალია გავაგრძელოთ პუტინთან საუბარი.

„არ გამოვრიცხავ, რომ პუტინთან კიდევ ერთხელ ვისაუბრო. პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. მარიუპოლში ჰუმანიტარული წვდომის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების გაყვანის მიზნით ეს [მოლაპარაკება] უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, არ უნდა დავნებდეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, თუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს მისი პოზიცია ყოველთვის იყო პირდაპირი, მომთხოვნი და გამჭვირვალე.

„მასთან მოლაპარაკებებისას არასდროს ვყოფილვარ დამთმობი ან კომპრომისის მიმცემი. თავდაპირველად, მისი მხრიდან იყო გარკვეული ჰუმანიტარული ჟესტები, მაგრამ ბოლო კვირებში – მსგავსი არაფერი“, – აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ახლა „ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იმყოფებოდეს“.

banner
წინა სტატიაშისამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის მთლიანობას – ალიევი
შემდეგი სტატიაესტონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და ვლადიმერ პუტინის ქმედებებს