ესპანეთის პარლამენტმა ფრანკოს ნეშთის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა 13 სექტემბერს მხარი დაუჭირეს მთავრობის ინიციატივას ფრანცისკო ფრანკოს ნეშთის დაცემულთა ველიდან გადატანის შესახებ, სადაც 1936-1939 წლების სამოქალაქო ომის გმირები არიან დასაფლავებული. “სამართლიანობა. ხსოვნა. ღირსება. დღეს ესპანეთმა ფრანკიზმის მსხვერპლთა უფლებების აღსადგენად ისტორიული ნაბიჯი გადადგა. დღეს ჩვენი დემოკრატია უკეთესი გახდა” – ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 24 აგვისტოს “ისტორიული მეხსიერების” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისას დაწერა.
ფრანკოს ნათესავები მისი ნეშთის გადასვენების წინააღმდეგი არიან. გადასვენება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. საფლავის ახალი ადგილი ფრანკოს ნათესავებმა უნდა შეარჩიონ. გადასვენების ხარჯებს მთავრობა საკუთარ თავზე იღებს.

banner
წინა სტატიაშიპირველი იტალიური საროსკიპო სექს-თოჯინებით მოულოდნელად დახურეს
შემდეგი სტატიააშშ გერმანიას მოუწოდებს სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს