აშშ გერმანიას მოუწოდებს სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მიიღოს

აშშ ბუნდესვერს მოუწოდებს სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთან დაკავშირებით სამხედრო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. “მხარდაჭერის პოლიტიკის საუკეთესო დემონსტრირება სიტყვით გამოსვლა კი არა, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებაა” – 13 სექტემბერს ბერლინში ვიზიტისას სირიის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა.
აშშ ნატოს მოკავშირეებისგან მაქსიმალური ჩართულობის მიღწევას შეეცდება – ჯეფრიმ თქვა. მისი განმარტებით, დაჟინება, რომლითაც აშშ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას ითხოვს, აშშ-ს საშინაო პოლიტიკას უკავშირდება. “ჩვენ შიდა პოლიტიკა გვაქვს. და როცა პრეზიდენტს იმის დემონსტრირება შეუძლია, რომ სხვა ქვეყნები მხარს გვიჭერენ, ეს გვეხმარება” – ჯეფრიმ თქვა.

2003 წლის ერაყის სამხედრო კამპანიასთან პარალელის გავლებისას, პოლიტიკოსმა თქვა, რომ გერმანიისგან და საფრანგეთისგან, ერაყში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა “აშშ-სთვის ძალიან დიდი შიდაპოლიტიკური პრობლემა გახდა”.

გერმანულმა ტაბლოიდმა “Bild” გაავრცელა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სირიაში აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სამხედრო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობას განიხილავს, რაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში დიდი დისკუსიის საგანი გახდა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პარლამენტმა ფრანკოს ნეშთის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია„საქართველოს დარაჯი“ – ამ სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი, თბილისში გამოჩნდა