პირველი იტალიური საროსკიპო სექს-თოჯინებით მოულოდნელად დახურეს

სექს-თოჯინებით პირველი იტალიური საროსკიპო, რომელიც სექტემბრის დასაწყისსში გახსნეს, მოულოდნელად დახურეს – The Daily Mail-ი წერს. მისი ოფიციალური გახსნიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა. გამოცემის ინფორმაციით, საროსკიპოს მეპატრონეები იტალიური კანონმდებლობის დარღევვაში დაადანაშაულეს, რომელიც ფართის ქირაობას ეხებოდა, გარდა ამისა, შეამოწმეს თოჯინები – ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს აინტერესებდათ, ყოველი მოხმარების შემდეგ ისინი საჭკმარისად სუფთავდებოდნენ თუ არა.
იტალიაში საროსკიპოები, სადაც ადამიანები მუშაობენ, კანონით დაშვებული არ არის. მსგავსი ტიპის დაწესებულება კი, პირველად გაიხსნა. მისმა მფლობელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გახსნამდე რვავე ოთახი რამდენიმე კვირით დაჯავშნილი იყო. ოთახებს თითო თოჯინა ემსახურებოდა, ასევე, იყო ტელევიზორები, სადაც პორნო გადიოდა.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატიაესპანეთის პარლამენტმა ფრანკოს ნეშთის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო