„ეს დანიშვნები უკანონოა“ – ხერსონში ოკუპანტებმა თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლები დანიშნეს

ხერსონის დატყვევებულ საქალაქო საბჭოში დამპყრობლებმა გამართეს შეხვედრა, რომელზედაც დანიშნეს ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ე.წ. თავმჯდომარე ვოლოდიმირ სალდო და ხერსონის ქალაქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობეცი. ამის შესახებ ხერსონის მერმა გენადი ლაგუტამ განაცხადა.
პასუხს აგებენ. ეს დანიშვნები უკანონოა“, – განაცხადა ლაგუტამ.

გამოცხადდა, რომ ხერსონის მერის უფლებამოსილება დელეგირებულია, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური სამხედრო კომენდანტის ალექსანდრე კობეცის ბრძანებით, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმირ სალდოს.

კობეცმა განაცხადა, რომ დღეიდან ის „კოორდინაციას გაუწევს იმ პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას“.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთის გამო უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლისკენ მიდის – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი
შემდეგი სტატიანოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი 70 წლამდე გაიზარდა