ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი 70 წლამდე გაიზარდა

პარლამენტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით, 77 ხმით, ერთხმად მიიღო. ცვლილებების პროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო.

ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

banner
წინა სტატიაში„ეს დანიშვნები უკანონოა“ – ხერსონში ოკუპანტებმა თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლები დანიშნეს
შემდეგი სტატიამას პრაქტიკულად საკვების მიღების გზა გადაუკეტეს… განუცხადეს, რომ ამანათებს ვეღარ მიიღებს – ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა