დასავლეთის გამო უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლისკენ მიდის – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ დასავლეთისა და უკრაინის მთავრობის პოლიტიკა უკრაინის დაშლისკენ მიისწრაფვის.

მისივე თქმით, უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მხოლოდ „ნაციონალისტური ბატალიონების შიში აერთიანებს“.

„შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ცდილობდა უკრაინელებში სიძულვილი აღეძრა ყველაფერი რუსულის მიმართ. თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ სიძულვილი ვერასოდეს გახდება ეროვნული ერთიანობის სანდო ფაქტორი.

თუკი დღეს რაიმე აერთიანებს უკრაინაში მცხოვრებ ხალხებს, ეს მხოლოდ ნაციონალისტური ბატალიონების სისასტიკის შიშია, ამიტომ დასავლეთისა და კიევის პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლა“, – განაცხადა პატრუშევმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია„ეს დანიშვნები უკანონოა“ – ხერსონში ოკუპანტებმა თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლები დანიშნეს