ეს ცინიზმია, მსოფლიო ამას უყურებს ისე, როგორც შოუს, თუმცა არ მოქმედებენ – “აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, რომელიც “აზოვსტალში” იბრძვის, მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მიმართავს და სთხოვს, თუ ალყაში მოქცეულ ქალაქში დარჩენილების გადარჩენა შეუძლიათ, ეს გააკეთონ.

ვოლინა ამბობს, რომ ყოველი წუთი ვიღაცის სიცოცხლეს ნიშნავს.

“არაადამიანურ პირობებში მყოფი მივმართე რომის პაპს, მსოფლიო ლიდერებს და დიპლომატებს. ახლა მივმართავ ილონ მასკს – ეს ჩემი სულის იძულებითი გამოძახილია!

ბატონო პრეზიდენტებო, პატივცემულო დიპლომატებო, საზოგდოებავ თუ ჩვენი გადარჩენა შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს.

ყველა სიტყვა უკვე ნათქვამია. ყოველი წუთი ვიღაცის სიცოცხლეს ნიშნავს!

მსოფლიო ვალდებულია დაუყოვნებულ იმოქმედოს!”, – წერს ვოლინა.

“აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ვითარება მძიმეა, რუსეთი კი ტერიტორიას მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ბომბავს.

“რუსეთი ქაოსურად უტევს სამედიცინო დაწესებულებებს, ჩვენ არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა ან მედიკამენტი აღარ გვაქვს. ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე ვატარებთ, დაუყოვნებლივ გვჭირდება დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია, მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა არ ვიცით როდის ამოქმედდება, დაჭრილები ყოველდღიურად იღუპებიან, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთია, არ გვაქვს საშუალება შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ.

მოკლედ, ყველას გესმით რა პირობებშიც ვიმყოფებით. ეს ცინიზმია, მსოფლიო უყურებს ამას ისე, როგორც შოუს, თუმცა არ მოქმედებენ. აუცილებელია მოქმედება, არც კი ვიცით, რამდენი უნდა ვილაპარაკოთ”, – ამბობს პალამარი.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ მათ შეუსრულებელი ბრძანება მისცა – უზრუნველყონ დაცვა და უსაფრთხოება, რაც არსებულ პირობებში აზოვის ბატალიონისთვის შეუძლებელია. პალამარი ამბობს, რომ რუსეთი იყენებს ავიაციას და ფლოტს, მათ კი ტანკების წინააღმდეგ ავტომატებით უწევთ ბრძოლა.

banner
წინა სტატიაში26 650 ჯარისკაცი, 1 195 ტანკი, 2 873 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან? საქართველო რითი გამოირჩევა, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს