ერევანი და მოსკოვი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავის რუს კოლეგა მიხეილ მიშუსტინს შეხვდა.

მისი თქმით, სომხეთი რუსეთის მადლობელია და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

„გუშინ მე და ვლადიმერ პუტინი შევთანხმდით, რომ სომხეთისა და რუსეთის მთავრობათაშორისი საბჭო უნდა გახდეს მთავარი პლატფორმა იმ შეთანხმებების განსახორციელებლად, რომლებიც მიღწეულია ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. არსებულ ვითარებაში ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ზოგიერთი ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც დაგვეხმარა სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობას ვუხდი რუსეთის ფედერაციის მთავრობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ასევე საკმაოდ ეფექტურად ვითანამშრომლებთ და ორმხრივ ვაჭრობას კიდევ უფრო გავზრდით.

გუშინ მე და ვლადიმირ ვლადიმეროვიჩმა განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თითქმის მთელი დღის წესრიგი, გავმართეთ ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები და მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უცხოელ დაქირავებულებს პასუხისგება მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან – დიმიტრი მედვედევი
შემდეგი სტატიარევოლუციებზე ფიქრის შესაძლებლობა ადასტურებს, რომ ფიზიკურად შეუძლია – წულუკიანი სააკაშვილზე