უკრაინაში უცხოელ დაქირავებულებს პასუხისგება მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან – დიმიტრი მედვედევი

„უკრაინაში მყოფი უცხოელი დაქირავებულები არ არიან მოხალისეები, ამიტომ მათზე ჟენევის კონვენციები არ ვრცელდება“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, აღნიშნულ მეომრებს თავიანთი ქმედებების გამო პასუხისგება მოუწევთ.

„თავიანთ მეთაურებთან ერთად დენაციფიკაციას ექვემდებარებიან. მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან“, – განაცხადა მედვედევმა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მათ პროფესიონალი მკვლელები უწოდა. მისი თქმით, დაზვერვის მონაცემები ადასტურებს ათასობით დაქირავებულის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს უჭირს ფეხზე დგომა, აქვს ტკივილები, სისტემატურად ტკივილგამაყუჩებლებზეა – ხვალიდან უნდა დაიწყოს მოძრაობა, რომელსაც ექიმები ჩაუდგებიან და ისინი თავის სიტყვას იტყვიან – ექიმი ლევან ფერაძე
შემდეგი სტატიაერევანი და მოსკოვი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან – ფაშინიანი