რევოლუციებზე ფიქრის შესაძლებლობა ადასტურებს, რომ ფიზიკურად შეუძლია – წულუკიანი სააკაშვილზე

“ის, რომ სამედიცინო ზედამხედველობა უზრუნველყოფილია ყველა პატიმარზე, მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ. როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სისტემა შემოგვიერთდა, დღე და ღამე ვშრომობდით ამ მიზნის შესასრულებლად. ისევე, როგორც ჩემი ყველა წინამორბედი ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, ვინც სასჯელაღსრულების მინისტრი გახლდათ. ეს დღესაც ასეა, ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრის მმართველობის პირობებში. მოსამართლე იმის მოსამართლეა, რომ მან ყოველთვის ხაზი გაუსვას – აღმასრულებელი ხელისუფლება არის ყველა პატიმრის, მათ შორის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი.

ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი სპეკულაცია ბოლო წლის განმავლობაში, რომ ის არის ცუდად, რომ გარდაიცვლება, თუ არ მიხედავენ, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას აქვს ყველა ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება. რაც მთავარია, არ არსებობს იმის საპირისპირო მტკიცებულება, რომ მას არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება. ის, რომ მას აქვს შესაძლებლობა, რომ რევოლუციებზე იფიქროს, ალბათ, ადასტურებს, რომ მას ამის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს.”

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიერევანი და მოსკოვი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან – ფაშინიანი
შემდეგი სტატიამიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო