ერდოღანის პარტია სტამბოლში ხელახალ არჩევნებს ითხოვს

სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატიული პარტია, რომლის თავმჯდმარეც თურქეთის პრეზიდენტია, სტამბოლში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს – ამის შესახებ პარტიაში ერდოღანის მოადგილემ ალ იხსან იავუზმა 9 აპრილს განაცხადა. მან დასტურად მოიყვანა კანონი, რომელიც “გამონაკლის აპელაციას” უშვებს იმ შემთხვევებისთვის, როცა გამოვლინდა ინციდენტები, რომელმაც ხმის მიცემაზე გავლენა მოახდინა. “ზუსტად ასეთი ამბები ხდებოდა თურქეთში, 31 მატრის არჩევნებზე” – თქვა იავუზმა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიბ ერდორანმა განაცხადა , რომ 31 მარტის მუნიციპალური არჩევნები სტამბოლში დარღვევებით ჩატარდა. ერთი დღით ადრე მისმა პარტიამ 38 საარჩევნო ოლქში ხმების ხელახალი დათვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ერთ ოლქში კი შედეგების ანულირება მოითხოვა.

ქვეყნის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა კამერების ჩანაწერები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე “თუ როგორი და რა სახის დარღვევები ხდებოდა”. “სტამბოლში, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არავის აქვს უფლება თავი გამარჯვებულად წარმოიდგინოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარია ხმების 13-14 ათას სხვაობაზე” – ერდოღანის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

მუნიციპალური არჩევნები, რომელშიც 57 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 31 მარტს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, სტამბოლში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მანსურ იავაშმა ხმების 50% მიიღო, მთავრობის კანდიდატმა კი ხმათა 47,06%.

banner
წინა სტატიაშისპეცპროკურორ მიულერის მოხსენება, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაასაჯაროვონ
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი ტერეზა მეის არ შეეგება