ანგელა მერკელი ტერეზა მეის არ შეეგება

სამშაბათს, 9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბერლინს ეწვია, რომ Brexit-ის შესახებ ანგელა მერკელს ესაუბროს, მაგრამ მას კანცლერი არ შეხვდა – “პოლიტიკო” წერს. მერკელი, ტრადიციულად თავის მნიშვნელოვან სტუმრებს კანცელარიასთან წითელ ხალიჩაზე ელოდება. მაგრამ როცა ტერეზა მეის მანქანა ჩამოდგა, მერკელი არსად ჩანდა. მეი შენობაში შევიდა.
რამდენიმე წამის შემდეგ მეი და მერკელი ისევ გამოჩნდნენ პუბლიკასთან. ისინი უკან, წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ, ფოტოკამერების წინ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, შემდეგ კი ისევ შენობაში შევიდნენ.

ტერეზა მეი Brexit -ის შესახებ დღეს საფრანგეთსაც ეწვია, სადაც პრეზიდენტ მაკრონთანაც იგივე საკითხზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის პარტია სტამბოლში ხელახალ არჩევნებს ითხოვს
შემდეგი სტატიათბილისში ამოტრიალებული ავტომანქანები გამოჩნდა