სპეცპროკურორ მიულერის მოხსენება, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაასაჯაროვონ

აშშ-ს სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის მოხსენება, შესაძლებელია, მიმდინარე კვირას გამოაქვეყნონ. მიულერი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებდა. მოხსენების გასაჯაროვების შესახებ ინფორმაცია შეერთებული შტატებს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა კონგრესს 9 აპრილს გაუზიარა.
ამავე დროს, გამოძიების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ეს შეეხება იმ ინფორმაციას, რომელშიც სპეცსამსახურების წყაროებზეა საუბარი, ასევე, მონაცემებს, რომელიც “მეორეხარისხოვანი მოქმედი პირების” პირად ცხოვრებას ეხება, რომელთათვისაც ბრალი არ წაუყენებიათ.

კომისია 2017 წლიდან იძიებდა არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს. 22 მარტს იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ორი დღის მოგვიანებით ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიულერის კომისიამ დონალდ ტრამპისა და კრემლის კავშირებთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: ინტერვიუს შინაარსი თავისუფლად შეგვიძლია ჩავატიოთ ერთ აბზაცში
შემდეგი სტატიაერდოღანის პარტია სტამბოლში ხელახალ არჩევნებს ითხოვს