ერდოღანი – ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-სთან დაძაბულობა უფრო გაიზარდა, ვიდრე იყო ტრამპის და ობამას პერიოდში

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს უნდა გაიმართოს, იმედი აქვს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრებს – თურქული მედია ავრცელებს.
“შეხვედრაზე ჩვენ წამოვწევთ საკითხს, თუ რატომ დადგა აშშ-თურქეთს შორის ასეთი დაძაბული პერიოდი”- ერდოღანმა თქვა და აღნიშნა, რომ მუშაობდა აშშ-ს წინა პრეზიდენტებთან, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპთან და მაშინ “არც ერთ მათგანთან ასეთი დაძაბულობა არ ყოფილა”.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ბაიდენის მიერ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდის აღიარებამ თურქეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგანაც “”ასეთ თემებზე უნდა მუშაობდნენ ისტორიკოსები და არა პოლიტიკოსები” – ერდოღანმა აღნიშნა. “ისინი, ვინც ასე ექცევიან თურქეთს, მნიშვნელოვანი მეგობრის დაკარგვით რისკავენ” – თურქეთის პრეზიდენტმა თქვა და დაამატა, რომ “ქვეყანა არის ძლიერი და ერთგული პარტნიორი”.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – სენატორები ჩამოდიან საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას
შემდეგი სტატიანათელაშვილი – თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არ დავივიწყოთ წარსული