დეგნანი – სენატორები ჩამოდიან საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას

სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ კონგრესმენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები.

„კოვიდის“ გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორი შაჰინი და სენატორი პორტმანის ვიზიტი. ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ. როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, ბევრი შეხვედრა ექნებათ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20პროცენტის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს, როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მე ვერ ვამჩნევ „ქოცებს“ გახარიას გამო ფორიაქს
შემდეგი სტატიაერდოღანი – ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-სთან დაძაბულობა უფრო გაიზარდა, ვიდრე იყო ტრამპის და ობამას პერიოდში