ერაყში, მდინარე ტიგროსში ბორანის გადაბრუნებას 70 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, მდინარე ტიგროსში ბორანის გადაბრუნებას 70 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარგაცვლილთაგან უმეტესობა ქალი და ბავშვია, რომელთაც ცურვა არ იცოდნენ. ბორანზე ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა -“ბიბისი” წერს.

ინციდენტი ერაყის ჩრდილოეთით, ნავრუზის ზეიმისას მოხდა – ეს გაზაფხულის მოსვლის ტრადიციული დღესასწაულია. ბორანზე ოჯახები იმყოფებოდნენ, რომლებიც კუნძულ უმ-რაბაენში ატრაქციონებზე მიდიოდნენ – ცენტრი მოსულიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. სავარაუდოდ, ბორანის ჩაძირვა გამიწვია იმან, რომ ის გადატვირთული იყო.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების რვა ჩინოვნიკს უკრაინამ სანქციები დაუნიშნა
შემდეგი სტატია15 ქვეყანაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა ვენაში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს